მადონამ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კიდევ 2 კონცერტი გააუქმა

მადონამ  ლონდონში 4 და 11 თებერვალს ლონდონში გასამართი კიდევ ორი კონცერტი გააუქმა.  61 წლის ვარსკვლავი Madame X’ tour-ს გამართავს, თუმცა ტურის დასაწყისში მომღერალმა სხეულზე რამდენიმე სახის დაზიანება მიიღო, რის გამოც ამ დრომდე რეაბილიტაციის პროცესს გადის და ექიმების რჩევით კონცერტის გამართვისგან თავს იკავებს.

მომღერალმა Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც მის თაყვანისმცემლებს შექმნილი ვითარების გამო ბოდიში მოუხადა და თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო.

„როგორც იცით, რამდენიმე სახის დაზიანება მივიღე, რის გამოც კონცერტის გაუქმება მომიწია, რათა რეაბილიტაციას მეტი დრო დავუთმო. არ მინდა თქვენთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყოს, ამიტომ მინდა თავად გაცნობოთ, რომ 4 და 11 თებერვალს ლონდონში კონცერტები არ გაიმართება. ზედიზედ 3 შოუს გამართვა ჩემი სხეულისთვის ძალიან მძიმეა, ექიმების დაჟინებული მოთხოვნაა, რომ ყოველი კონცერტს შემდეგ შესვენება ავიღო, თუმცა ვფიქრობ მოვახერხებ კიდევ 2 შოუს გამართვას და ამის შემდეგ დავისვენებ.

სასწაულია, რომ ამდენი შევძელი, თუმცა რეაბილიტაციას დღეში 6 საათს ვუთმობ, 3 საათს შოუს წინ, ხოლო 3 საათიან თერაპიას შოუს დასრულების შემდეგ. სცენაზე დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით გამოვდივარ და შოუს დეტალებიც შევცვალეთ, ეს ძალიან დამეხმარა, თუმცა ამ სიტუაციაში დასვენება საუკეთესო წამალია. არ მინდა, რომ შოუს გაუქმე კიდევ მომიწიოს და მიზანმიმართული ვარ, რომ საქმე ბოლომდე მივივანო.

ვაფასებ, რომ ჩემი გესმით და გულწრფელად გიხდით ბოდიშს შექმნილი ვითარების გამო“, - განაცხადა მადონამ სოციალური ქსელის მეშვეობით.