მარგო რობიმ, შესაძლოა, ფერიის როლი ითამაშოს

ჰოლივუდელმა მსახიობმა მარგო რობიმ, შესაძლოა, პიტერ პენის შესახებ ახალ ფილმში ფერია დინ-დინის როლი ითამაშოს. მას სტუდია Disney გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Illuminerdi ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამჟამად მსახიობთან მოლაპარაკებებს ახალი ვერსიის პროდიუსერები აწარმოებენ.

ფილმი "პიტერი და ვენდი" ეკრანებზე 2021 წელს გამოვა. მისი რეჟისორი დეივიდ ლოური იქნება.