Marvel "ფანტასტიკური ოთხეულის" ახალ ფილმს გამოუშვებს

კინო კომპანია Marvel-ის სტუდიის ხელმძღვანელის კევინ ფაიგის განცხადებით, ახალ "ფანტასტიკურ ოთხეულზე" მუშაობა უკვე დაწყებულია. ფილმის რეჟისორი ჯონ უოტსი იქნება. ამის შესახებ გამოცემა The Verge წერს.

გამოცემის ცნობით, კომპანიამ ახალი ფიმის თიზერი გამოაქვეყნა.

ფილმის პრემიერის თარიღი ამ დროისათვის უცნობია.