მატრიცა 4-ის პირველი თიზერი გამოქვეყნდა - VIDEO

ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, მატრიცა 4-ის პირველი თიზერი გამოქვეყნდა. 

ვიდეოში მთავარი პერსონაჟი ნეო ჩანს, რომლის როლსაც ისევ კიანუ რივზი ასრულებს.

ფილმის პირველ თიზერში ასევე გამოჩნდა იაჰაია აბდულ-მატინი.

შეგახსენებთ, თავდაპირველად "მატრიცა-4-ს" გამოშვებას 2021 წლის მაისში აპირებდნენ, თუმცა გეგმები კორონავირუსის პამდემიამ ჩაშალა. შედეგად სტუდიამ Warner Bros. რელიზი თითქმის ერთი წლით - 2022 წლის 1 აპრილამდე გადადო. მოგვიანებით განრიგი ისევ შეიცვალა და არსებული ინფორმაციით, მაყურებელი ფილმს 2021 წლის 22 დეკემბერს ნახავს.