მეგან მარკლი ჰოლივუდში ბრუნდება

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, მეგან მარკლი ჰოლივუდში ბრუნდება. იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგანი თანამშრომლობას იწყებდა „დისნეისთან“ და ნამდვილად სწორი აღმოჩნდა , რადგან Disneynature-ის მიერ გამოქვეყნდა ფილმის „ტრეილერი“ სახელად „სპილო", რომელსაც მეგანი მოგვითხობს. ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს, როგორ გადიან სპილოები ასობით კილომეტრს, საკვების, წყლის და სხვა რესურსების მოსაძებნად. ფილმის პრემიერა LIVESTREAM-ის საშუალებით, დისნეი+ -ზე გაიმართება 3 აპრილს, დედამიწის თვის აღსანიშნავად.