მეთიუ პერი ჯანმო-ს დასახმარებლად მაისურებს ყიდის - PHOTO

სერიალ "მეგობრების" ვარსკვლავი, მეთიუ პერი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯანდავის მსოფლიო ორგანიზაციას თანადგომას უცხადებს და ფინანსების მოზიდვის მიზნის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს.

მეთიუ პერიმ სერიალ "მეგობრების" თემატიკით ლიმიტირებული კოლექციის მაისურები გამოუშვა. მაისურების გაიყდვით მოგროვებულ თანხას კი ჯანმო-ს გადაურიცხავს. ამის შესახებ განცხადება მსახიობმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

მსახიობის ინიციატივას ჯანმო-ს ადმინისტრაციას გამოეხმაურა.

"ჩვენ იმაზე მეტი ვართ, ვიდრე მეგობრები, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ", - ვკითხულობთ ჯანმო-ს განცხადებაში.