მეთიუ პერიმ Friends-ის გადასაღები მოედნიდან სურათი გაავრცელა - PHOTO

საკულტო სერიალ Friends-ის მსახიობმა, მეთიუ პერიმ, სოციალურ ქსელში სერიალის ახალი ნაწილის გადასაღები მოედნიდან სურათი გამოაქვეყნა. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Mirror წერს.

გამოცემის ცნობით, პროდიუსერებმა მსახიობს სურათი მალევე წააშლევინეს.

როგორც კინომოყვარულებისთვის რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო სერიალი ტელეეკრანებს უბრუნდება.

ახალ სეზონს HBO Max იღებს. პროექტში სამსახიობო გუნდი უცვლელია, მთავარ როლებს  დეივიდ შვიმერი, კორტნი კოქსი, ჯენიფერ ენისტონი, მეთიუ პერი და მეთ ლებლანკი შეასრულებენ.

სერიალის გადაღებები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.