მისტერ და მისის სმიტების ადაპტაციის სამსახიობო შემადგენლობა ცნობილია

სერიალ Mr. & Mrs. Smith-ის  სამსახიობო შემადგენლობა უკვე ცნობილია. ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლებს გრემის მფლობელი მუსიკოსი და მსახიობი დონალდ გლოვერი და სერიალ Fleabeg-ის ავტორი, ოქროს გლობუსის მფლობელი ფიბი უოლერ ბრიჯი შეასრულებენ.

სერიალზე Amazon Prime Video მუშაობს და მისი პრემიერა 2022 წელს არის დაგეგმილი. 

თითოეული სერიის სცენარზე Fargo-ს სცენარისტი ფრანჩესკა სლოუნი იმუშავებს.