მოძრაობის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, მოძრაობის თეატრმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, პროექტის "ინტერნაციონალური კულტურა ინტეგრაციისთვის" განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 6-7 აპრილს, ახალციხეში, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლის "წყურვილის" პრემიერა გაიმართება.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა იოსებ ბაკურაძემ, მესხეთის თეატრში, ამერიკელი დრამატურგის იუჯინ ონილის პიესა "წყურვილი" დადგა. ეს არის სპექტაკლი ენობრივი ბარიერის გარეშე, ნებისმიერი ეროვნების მაყურებლისთვის.

პროექტი სულ სამ ეტაპს მოიცავს. მე-2 ეტაპის ფარგლებში, მოძრაობის თეატრის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, ახალციხეში მასტერკლასები ჩაატარეს შემდეგი მიმართულებით: თანამედროვე თეატრი და სასცენო ხელოვნება, სანდრო ნიკოლაძის Jam Session-ის მასტერკლასი, ღონისძიებების PR და მარკეტინგი, სოციალური მედიის მენეჯმენტი, ივენთ მენეჯმენტი.