მომავალ კვირას Disney-ის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართება - VIDEO

მომავალ კვირაში Disney-ის ახალი ფილმის - "რაია და უკანასკნელი დრაკონის" პრემიერა გაიმართება. რაია Disney-ს პირველი გმირი იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. 

მამაცი და მებრძოლი სულის მქონე გოგონას სახელად რაიას, გადაწყვეტილი აქვს იპოვოს ბოლო დრაკონი, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს. მთავარი გმირი  ერთგულ მეგობარ ტუკ-ტუკთან ერთად სამშობლოს ტოვებს.

ფილმის რეჟისორები დონ ჰოლი და ლოპეს ესტრადა არიან.

ანიმაციური ფილმის პრემიერა გაიმართება 2021 წლის 11 მარტს.