მომღერალი რონი სპექტორი გარდაიცვალა

ჯგუფThe Ronettes-ის დამფუძნებელი, მომღერალი ვერონიკა ივეტ ბენეტი გარდაიცვალა, რომელიც რონი სპექტორის ფსევდონიმით იყო ცნობილი. 

მომღერალი 12 იანვარს, კიბოსთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

The Ronettes-ის წევრები იყვნენ რონი სპექტორი, მისი უფროსი და, ესტელ ბენეტი, და მათი დეიდაშვილი — ნედრა ტალი.