"მონსტრების კორპორაციის" ახალი ნაწილის თრეილერი გამოქვეყნდა

Disney+-მა მონსტრების კორპორაციის სპინ-ოფის Monsters at Work-ის თრეილერი გამოაქვეყნა.

Monsters at Work 2001 წლის ორიგინალი ფილმის, "მონსტრების კორპორაციის" გაგრძელებაა. 

როგორც ცნობილია, ანიმაციურ ფილმში კვლავ გამოჩნდებიან სალი დონოვანისა და მაიკ ვაზოვსკის პერსონაჟები. 

ანიმაციურ სერიალში ვიხილავთ, რომ მონსტრები ენერგიას არა ბავშვების შეშინებით, არამედ მათი გაცინებით გამოიმუშავებენ. 

ფილმის პრემიერა 7 ივლისს არის დაგეგმილი.  პირველ სეზონში სულ ათი ეპიზოდი იქნება.