მსახიობი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ Facebook-ზე დაწერა. 

გოგი ქავთარაძე გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.