მსახიობი ჯორჯ სიგალი გარდაიცვალა

ჰოლივუდის მსახიობი, "ოქროს გლობუსის" ორგზის მფლობელი ჯორჯ სიგალი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მის მეუღლეზე, სონია სიგალზე დაყრდნობით ინტერნეტ-პორტალი Deadline ავრცელებს.

"ოჯახი დიდი მწუხარებით იუწყება, რომ დღეს დილით შუნტირების შემდგომი გართულებებით ჯორჯ სიგალი გარდაიცვალა", - წერს გამოცემა.

ჯორც სიგალი "ოსკარზე" და BAFTA-ზე იყო ნომინირებული. განსაკუთრებული პოპულარობა მას მოუტანეს ფილმებმა "ვის ეშინია ვირჯინია ვულფის" და "სტილი".