მსახიობი ოლიმპია დუკაკისი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი ოლიმპია დუკაკისი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News ავრცელებს.

მსახიობი ნიუ-იორკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. თუმცა, გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

დუკაკისმა სამსახიობო კარიერა 1960-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო. მას პოპულარობა მოუტანა 1987 წელს გამოსულმა ფილმმა Moonstruck, სადაც მან როუზ კასტორინის როლი შეასრულა. ამ როლის წყალობით, დუკაკისმა ოსკარი და ოქროს გლობუსი მიიღო.