მწერალი გურამ გეგეშიძე გარდაიცვალა

86 წლის ასაკში, ქართველი მწერალი გურამ გეგეშიძე გარდაიცვალა. გურამ გეგეშიძე 1934 წლის 21 ივლისს, ქალაქ თბილისში დაიბადა. მისი სამწერლობა მოღვაწეობა 1957 წელს დაიწყო, როდესაც  პირველი მოთხრობა ჟურნალ "ცისკარში" გამოაქვეყნა. იგი არაერთი ცნობილი პროზაული კრებულის და რომანის ავტორია. განსაკუთრებული პოპულარობა მას რომანებმა "სისხლის წვიმები" და "ხმა მღაღადებლისა" მოუტანა.