მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება. ღონისძიება „თბილისი - იუნესკოს წიგნის მსოფილიო დედაქალაქი 2021"-ის ფარგლებში გაიმართება. 

მწერალთა სახლის მიერ გავრცელებული ცნობით, მუზეუმი საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შესახებ არსებულ მეხსიერებასა და აქამდე უთქმელ ისტორიებს გააცოცხლებს;

"1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოებიდან მესამე დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა დავით სარაჯიშვილის სახლი პაოლო იაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა", - ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.