მოკრივე მუჰამედ ალის მიერ შესრულებული ნახატების კოლექცია აუქციონზე 945 524 დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კოლექცია საერთო ჯამში 26 ნახატს მოიცავდა. Bonhams-ის აუქციონი ნიუ-იორკში გაიმართა.
მუჰამედ ალის ნახატები აუქციონზე კოლექციონერმა როდნი ჰილტონ ბრაუნმა გაიტანა.