მუხიანში ინკლუზიური საცეკვაო სკოლის "ანისი" ფილიალი გაიხსნა

თბილისში, მუხიანის დასახლების მეორე მიკრო-რაიონში,  ინკლუზიური საცეკვაო სკოლის "ანისი" ფილიალი გაიხსნა. ინფორმაციას აქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ პროექტმა სამინისტროს კონკურსში „კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების პროექტების ხელშეწყობა“ გაიმარჯვა.