მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ვიზიტები იზღუდება

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარების წარმოქმნის გამო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორთა დაშვებას დროებით ზღუდავს.

დადგენილი რეგულაციების შესრულებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს და ტურისტულ კომპანიებს დაგეგმილი ვიზიტებისა და ტურების გადავადებისკენ მოუწოდებს.

`მუზეუმ ნაკრძალების ადმინისტრაციის თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებისა და ეპიდემიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ დაქვედებარებაში მყოფ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში დამთვალიერებელთა მიღება სამედიცინო უსაფრთხოების დადგენილი წესების გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

სამუზეუმო სივრცეების გახსნის შესახებ განცხადებას სააგენტო წინასწარ გაასაჯაროებს“ - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.