Netflix ბრიტნი სპირსის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს

Netflix აპირებს, ბრიტნი სპირსის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნოს. ის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ფილმ Framing Britney Spears-ზე პასუხი გახდა, რომელიც Hulu-მ და The New York Times-მა გადაიღეს.

დოკუმენტური ფილმის სათაური და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

მასზე იმუშავებს ემის ნომინანტი ერინ ლი კარი, რომელიც თანამშრომლობდა HBO-სთან. მისთვის საინტერესო თემებია: სისხლის სამართალი, ქალთა უფლებები და ინტერნეტი.

შეგახსენებთ, ახალი ფილმის "Framing Britney Spears" პრემიერა 5 თებერვალს შედგა. ფილმში დიდი ყურადღება მომღერლის მეურვეობის საკითხს ექცევა.