Netflix-მა "ბრიჯერტონი" მეორე სეზონით გაახანგრძლივა

Netflix-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ მელოდრამა "ბრიჯერტონი", რომელიც ამერიკელი მწერლის ჯულია ქუინის ისტორიულ რომანზეა დაფუძნებული, მეორე სეზონით გახანგრძლივდა.

სიუჟეტი დაფნეს ოჯახის წევრი გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომლის მშობლებს მისი გათხოვება სურთ, თუმცა ამას ინკოგნიტო პირის მიერ გავრცელებული ჭორები უშლის ხელს.

ცნობისთვის, გამოსვლის მომენტიდან, "ბრიჯერტონი" Netflix-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ყურებად პროექტად იქცა.