ნიკოლას ქეიჯი კვენტინ ტარანტინოს ფილმში საკუთარ თავს ითამაშებს

ნიკოლას ქეიჯმა დაადასტურა, რომ კუენტინ ტარანტინოს ფილმში მთავარ როლს შეასრულებს, სადაც საკუთარ თავს ითამაშებს. The Hollywood Reporter-გვატყობინებს, რომ ფილმის სახელწოდება „Unbearable Weight of Massive Talent“ იქნება. გამოცემის ცნობით, Lionsgate-თან საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფილმის სცენარი ტომ გორმიკანსა და კევინ ეტენს ეკუთვნის. ფილმი მისი ცხოვრების განვლილი გზებისა და სირთულეების შესახებ მოგვითხრობს. განიხილებოდა თუ არა ამ როლზე სხვა მსახიობების კანდიდატურა, ჯერ-ჯერობით უცნობია.