მსახიობმა ნიკოლას ქეიჯმა მეხუთედ იქორწინა - PHOTO

ამერიკელმა მსახიობმა ნიკოლას ქეიჯმა მეხუთედ იქორწინა. ამის შესახებ გამოცემა The People წერს.

56 წლის მსახიობი 26 წლის  რიკო შიბატაზე დაქორწინდა. მათი პატარა და მოკრძალებული ქორწილი ლას-ვეგასში, Wynn Hotel-ში, 16 თებერვალს გაიმართა. 

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ქეიჯმა ეს დღე სპეციალურად აირჩია, რადგან აღნიშნული თარიღი მისი გარდაცვლილი მამის დაბადების დღეა.

პატარძალს ხელნაკეთი იაპონური საქორწილო კიმონო ეცვა, ხოლო მსახიობი სმოკინგში იყო გამოწყობილი.