ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის "გვირაბის“ ტრიუმფი აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის საერთაშორისო კინოფესტივალზე – DokuBaku International Documentary Film Festival ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმი „გვირაბი“ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.ფილმში მოქმედება ვითარდება ხარაგაულის რაიონში, „მოლითის“ სარკინიგზო სადგურის გარშემო. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ჩქაროსნულმა მატარებელმა ჩინეთი საქართველოს გავლით ევროპასთან უნდა დააკავშიროს, რაც პატარა სოფლების ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

„გვირაბის” მსოფლიო პრემიერა 2019 წელს ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA) შედგა.