ნიტა ჭიქაძე ლოს ანჯელესის ფესტივალის გამარჯვებულია

ნიტა ჭიქაძეს ლოს ანჯელესის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო ბავშვი მსახიობის ჯილდო გადაეცა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნიტას მამა, კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონი გიგა ჭიქაძე ავრცელებს.

ნიტამ გაიმარჯვა ლოს ანჯელესის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე და გახდა "საუკეთესო ბავშვი / ახალგაზრდა მსახიობი"! - წერს გიგა ჭიქაძე.