ნუცა ბუზალაძე Kenga Magjike-ს გამარჯვებული გახდა

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ალბანეთში, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე Kenga Magjike 2021-ზე გაიმარჯვა. 

ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

“მოვიგე !!!!!! Category Big International”-წერს ნუცა.

კონკურსზე 40-მდე კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას.

ფესტივალის დაწყებამდე ნუცა ბუზალაძე წერდა, რომ კონკურსანტებს შორის დიდი კონკურენცია იყო და თითოეულის სიმღერას მილიონობით ნახვა ჰქონდა.