ორბელიანის მოედანზე ელენე კალანდაძის კონცერტი გაიმართება

დღეს, 4 იანვარს ორბელიანის მოედანზე ელენე კალანდაძის კონცერტი გაიმართება. 

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტზე მისულებს მოედანზე დახვდება საშობაო მარკეტი, ადგილობრივი კერძები და საბავშვო პროგრამები.

ღონისძიება საახალწლო დღეების ფარგლებში იმართება. 

კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.