ოტავას ფესტივალზე ქართული ანიმაციური ფილმი დაჯილდოვდა

მარიამ კაპანაძის სადებიუტო ანიმაციურ ნამუშევარი, „მიტოვებული სოფელი“, ოტავას ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო დიზაინისთვის დააჯილდოვეს.

ნამუშევრის მხატვარი ირაკლი ტოკლიკიშვილია, რეჟისორი - მარიამ კაპანაძე, ხოლო პროდიუსერი - მარიამ კანდელაკი.

„მიტოვებული სოფელი" შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და „ქართული ფილმი-აფხაზეთის“ ბაზაზე, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.