"პადინგტონი 3-ზე" მუშაობა ოფიციალურად დაწყებულია

კინო კომპანია Studiocanal-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ "პადინგტონის" მესამე ნაწილზე მუშაობა დაწყებულია.

მომავალი ფილმის სიუჟეტი ამ ეტაპისათვის უცნობია. ფილმის პირველი ორი ნაწილის ავტორი პოლ კინგია, თუმცა მესამე ნაწილს ახალი რეჟისორი ეყოლება. 


ფილმი "პადინგტონი" ლონდონში მოხეტიალე დათუნიას ისტორიას გვიყვება.