პარიზი ხვალ ისტორიულ აუქციონს უმასპინძლებს

პარიზი ხვალ ისტორიულ აუქციონს უმასპინძლებს. ვაჭრობის მთავარი ლოტი, ლეონარდო და ვინჩის შედევრის, „მონა ლიზას“ ზუსტი ასლია.

ტილო მე-17 საუკუნით თარიღდება და ორიგინალს ძალიან ჰგავს, რის გამოც, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ავტორს ლეონარდოს მიერ შექმნილ შედევრთან წვდომა ჰქონდა.

ლოტის ღირებულება 150-დან 200 ათასამდე ევრო იქნება.