პიკასოს 11 ნამუშევარს აუქციონზე გასაყიდად გაიტანენ

ამერიკული კომპანია MGM Resorts ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს 11 ნამუშევარს აუქციონზე გასაყიდად გამოიტანს.

ნამუშევრების საერთო ჯამური ღირებულება ს 104 მილიონი აშშ დოლარია. 

Bloomberg-ის ცნობით, ნახატების გაყიდვას სააუქციონო სახლი Sotheby's უზრუნველყოფს. 

აუქციონი მიმდიარე წლის 23 ოქტომბერს, ლას-ვეგასში, კაზინოში Bellagio-ში გაიმართება.