პიკასოს ნამუშევრები რეკორდულ ფასად გაიყიდა

პაბლო პიკასოს 11 ნამუშევარი აუქციონზე რეკორდულ ფასად, $110 მილიონად გაიყიდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კოლექცია მხატვრის შემოქმედების 50 წელზე მეტს მოიცავს. 11 დან 9 ნამუშევარი ნახატია, 2 კი - კერამიკა.

ნამუშევრებიდან ყველაზე ძვირად შეფასდა „ქალი ნარინჯისფერი ბერეტით“ (1938 წ.), რომელზეც აღბეჭდილია პიკასოს მუზა მარია-ტერეზა ვოლტერი. ნახატი $40.5 მილიონად გაიყიდა. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ მისი ღირებულება 20-დან 30 მილიონამდე განისაზღვრებოდა.