პრადოს მუზეუმი 200 წლის იუბილეს აღნიშნავს

ესპანეთის მთავარ მუზეუმს, დღეს, 19 ნოემბერს, 200 წელი შეუსრულდა.

ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობას წელიწადში 2 მილიონ ადამიანზე მეტი სტუმრობს.

პრადო მადრიდში მდებარეობს. აქ მე-14-დან მე-19 საუკუნეებამდე ევროპული ხელოვნების მსოფლიოში საუკეთესო კოლექცია ინახება. აქ განთავსებულია ფრანცისკო გოიას ყველაზე მეტი ნამუშევარი, მათ შორის – “სატურნი”. გარდა ამისა, სტუმრებს საშუალება აქვთ, ნახონ ველასკესის Las Meninas, ფრა ანჟელიკოს “ხარება:, რაფაელის, ტიციანის, რუბენსის, რემბრანდტის, ბოსხის, დიურერის, ელ გრეკოს შედევრები და უცნობი მხატვრის, “მონა ლიზა”. ხელოვნებათმცოდნეები ვარაუდობენ, რომ ნახატი და ვინჩის სკოლის მოსწავლეებმა მისი მეთვალყურეობით დახატეს.