პროექტი "ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ“ იწყება

ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი იწყებს პროექტს „ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ“.

პროექტი შემეცნებითი სახის, არაფორმალური განათლებისა და სახელოვნებო აქტივობებს აერთიანებს, რაც თემატურად და შინაარსობრივად მოიცავს საქართველოს 220 წლიან ისტორიულ პერიოდს, რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნისადმი ანექსიონერული დამოკიდებულების გადააზრებას, ოკუპაციისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ქართული მწერლობის რეფლექსიის წარმოჩენას და გაცნობას.

პროექტის ფარგლებში, ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში, დაგეგმილია ექვსი ლიტერატურული, თეატრალიზებული და საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლებიც განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საოკუპაციო საზღვრის მიმდებარე სოფლებში, ესენია: ტირძნისი, ტყვიავი, კარალეთის დევნილთა დასახლება, დიცი, მერეთი, ნიქოზი.