ყანჩელის ბაღში ერქომაიშვილის სახელობის საკონცერტო დარბაზი გაიხსნა

გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღში, ახლად რეაბილიტირებულ შენობაში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საკონცერტო დარბაზი გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის წევრები და ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

გახსნის წინ ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ ხალხური სიმღერები შეასრულა.

დედაქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას უახლოეს პერიოდში ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება.