ყველა დროის საუკეთესო სიმღერა დასახელდა - VIDEO

ყველა დროის საუკეთესო სიმღერად მუსიკალურმა ჟურნალმა, Billboard-მა  Blinding Lights დაასახელა. 

კანადელი მომღერლის, The Weeknd-ის სიმღერამ ყველა დროის საუკეთესო სიმღერის სტატუსი 1960-იანი წლების ჰიტს The Twist-ს წაართვა.

Blinding Lights-ი  2019 წელს გამოვიდა. 4 კვირის განმავლობაში ის პირველ ადგილს იკავებდა ყოველკვირეულ ჩარტში Billboard Hot 100.