რენე მაგრიტის ნამუშევარი აუქციონზე გაიყიდება

რენე მაგრიტის ტილო "სინათლის იმპერიის" სერიიდან Sotheby's Post-War and Contemporary Art Live Evening-ის აუქციონზე გაიყიდება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Forbes წერს.

ლოტის საწყისი ღირებულება 60 მილიონი აშშ დოლარია.  აუქციონი 2022 წლის 2 მარტს, ლონდონში ჩატარდება.

ნამუშევარი 1961 წელს არის შესრულებული. ხოლო, "სინათლის იმპერიის" სერიაზე მუშაობა მხატვარმა 1948 წელს დაიწყო და იგი სულ 17 ტილოს აერთიანებს.