რეჟისორი პიტერ ბოგდანოვიჩი გარდაიცვალა

ამერიკელი კინორეჟისორი პიტერ ბოგდანოვიჩი ლოს-ანჯელესში 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ რეჟისორმა, გილერმო დელ ტორომ განაცხადა.

მისი თქმით, პიტერ ბოგდანოვიჩის გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზით მოხდა.

„ის  შედევრებს ქმნიდა, როგორც რეჟისორი  მართლაც ბრწყინვალე პიროვნება იყო“, - წერს რეჟისორი გილერმო დელ ტორო, რომელიც ბოგდანოვიჩთან მეგობრობდა.

ბოგდანოვიჩი  1939 წელს შეერთებულ შტატებში დაიბადა, სადაც მისი მშობლები მეორე მსოფლიო ომამდე  ევროპიდან გაიქცნენ. 1960-იანი და 1970-იანი წლების ბოლოს "ახალი ჰოლივუდის" პერიოდის ერთ-ერთი გამოჩენილი რეჟისორი გახდა, რობერტ ალტმანთან, სტენლი კუბრიკთან, მარტინ სკორსეზესთან, ფრენსის ფორდ კოპოლასთან და სხვებთან ერთად.

მისი ყველაზე ცნობილი ფილმია „უკანასკნელი კინოსეანსი“.