რობერტ დაუნი-უმცროსის მამა გარდაიცვალა

აშშ-ში რეჟისორი და მსახიობი რობერტ დაუნი-უფროსი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემას New York Daily News მისმა მეუღლემ განუცხადა.

დაუნი-უფროსს, რომელსაც ივნისის ბოლოს 85 წელი შეუსრულდა, ხუთ წელზე მეტია პარკინსონის სინდრომის დიაგნოზი აქვს. ის ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მსახიობს პოპულარობა ფილმმა "პატნი სვოუპი" (1969) მოიტანა. მის სხვა ცნობილ ფილმებს შორის არის "გრისერის სასახლე" (1972), "ძალიან ბევრი მზე" (1990).

მისი ვაჟი პოპულარული მსახიობი რობერტ დაუნი-უმცროსია, რომელიც მამამისის რამდენიმე ფილმშიც მონაწილეობდა.