რობერტ დე ნირომ თანაშემწე $6 მლნ-ის მოპარვაში დაადანაშაულა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო ყოფილ ასისტენტs, გრეჰემ ჩეიზ რობინსონს უჩივის. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

როგორც მსახიობი აცხადებს, ქალმა მას 6 მილიონი დოლარი მოჰპარა. 

გამოცემის ცნობით, ქალი მსახიობის საკრედიტო ბარათს ოთხი წლის განმავლობაში იყენებდა, მათ შორის ძაღლების ძიძისა და პილატესის საფასურის გადახდისათვის. გარდა ამისა, ყოფილი ასისტენტი მსახიობის ფულს იყენებდა ძაღლის ძიძისთვის ხელფასის გადასახდელად, პილატესის გაკვეთილებისთვის, საკვებისთვის, ტაქსისთვის, ტელეფონისთვის, სასტუმროში განთავსებისა და სხვა პირადი საჭიროებებისთვის. 

ქალმა შეგებებული სარჩელი შეიტანა და მსახიობი ემოციურ ძალადობაში დაადანაშაულა.