ROLLING STONES-ის დრამერი გარდაიცვალა

The Rolling Stones-ის დრამერი, ჩარლი ვოტსი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.

გამოცემა მისი გარდაცვალების მიზეზებზე არ საუბრობს. როგორც ცნობილია, ის გარდაიცვალა ლონდონის საავადმყოფოში, ოჯახის წევრების გარემოცვაში.

მუსიკოსი ჯგუფს 1963 წელს შეუერთდა.