რომან პოლანსკისთვის გადაცემული ჯილდო ქალმა არტისტებმა გააპროტესტეს - VIDEO

საფრანგეთის კინოდაჯილდოვების ცერემონიალზე "სეზარი", რეჟისორ რომან პოლანსკისთვის გადაცემულმა ჯილდომ ქალი არტისტების პროტესტი გამოიწვია. მათ დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს

პროტესტის მიზეზი რეჟისორისთვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის მიხედვითაც მან 1977 წელს 13 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. 

პროტესტი დარბაზის გარეთაც მიმდინარეობდა, სადაც დემონსტრანტებმა ტრანსფარანტები გაშალეს. მათზე ეწერა "მოძალადეს სეზარი არ ეკუთვნის".

86 წლის რეჟისორის ნამუშევარმა "ოფიცერი და ჯაშუში" გამარჯვება ორ ნომინაციაში მოიპოვა: "საუკეთესო ადაპტირებული სცენარი" და "საუკეთესო რეჟისორი".

თავად პოლანსკი დაჯილოდებას არ ესწრებოდა.