Gucci-ს ახალი ლოგო არაფერს არ ჰგავს - PHOTO

მაღალი მოდის ერთ-ერთმა წამყვანმა ბრენდმა Gucci-მ, ბრენდის ლოგო განაახლა. დიდი ალბათობით ეს განახლება ყველაზე უცნაური რამ იქნება, რაც ამ დრომდე გინახავთ. მოდის სამყაროში ცნობილი ბრენდის ახალი სამარკო ნიშანი ბავშვის დაწერილს გავს, სიახლეს სოციალურ ქსელებში აზრთა დიდი სხვადასხვაობა უკვე მოყვა. 

Gucci-მ საკუთარი ლოგო ახალი კოლექციის წარსადგენად მსგავს სტილშივე გადაწყვეტილი სლოგანით “Rave Like You Are Five” გამოაქვეყნა. მოდის მიმომხილველების აზრით, Gucci-ს ახალი ლოგო უცნაურია და არაფერს არ ჰგავს, რაც ამ დრომდე უნახავთ.