რუსთაველის თეატრის მსახიობი ვანო გოგიტიძე გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის მსახიობი ვანო გოგიტიძე გარდაიცვალა. 

ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

თითქმის ორმოცდაათი წელია ვანო გოგიტიძე რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამ სცენაზე ითამაშა: კოტე („ხანუმა“), ტატიშჩევი ( „ივანე მრისხანეს სიკვდილი“), პარისი („რომეო და ჯულიეტა“), ჯიმი (დაკრძალვა კალიფორნიაში “), ამერიკელი ჯარისკაცი ( „ას ერგასის დღე“), რაშიდა ( „მეშვიდე ცა“), რეგვენი, იოსები („კავკასიური ცარცის წრე“), კოსტა („თავისუფალი თემა“), კორნუოლი ( „მეფე ლირი“), დევინსონი ( „მარიამ სტიუარტი“), მეთორმეტი მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“) და სხვა.