ნიკო დადიანის სასახლე საექსპოზიციოდ მოეწყობა

საქართველოს განათლების სამინისტრო ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ახლად რეაბილიტირებულ ნიკოსეულ სასახლეს საექსპოზიციოდ მოაწყობს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად 70 000 ლარამდე დაიხარჯება.

დაგეგმილია სასახლის ვიტრინებითა და სხვა ტექნიკური ინვენტარით აღჭურვა და შერჩეული საექსპოზიციო მასალის გამოფენა.

ექსპოზიცია 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.