საქართველოში ესპანელი კინემატოგრაფისტები ჩამოვიდნენ

ეროვნული კინოცენტრის მოწვევით, თბილისს ესპანელი კინემატოგრაფისტები სამუშაო ვიზიტით სტუმრობენ. ვიზიტის მიზანი, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, მოლაპარაკებების წარმოებაა.

პროექტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ქართველ და ესპანელ კოლეგებს შორის შედგა მადრიდში, Platino Industria forum-ზე, სადაც 10 ქართველი პროდიუსერი ეროვნული კინოცენტრისა და ესპანური ორგანიზაცია „ეხედას” თანამშრომლობით გაემგზავრა.

ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის პროგრამა EU4Business: Connecting Companies-ის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება.