"სამართლიანობის ლიგის" რამდენიმე თიზერი გამოქვეყნდა

რეჟისორმა ზაკ სნაიდერმა ფილმ "სამართლიანობის ლიგის" ახალი ნაწილის რამდენიმე თიზერი გამოაქვეყნა. ამის შესახებ გამოცემა Collider იუწყება.

ფილმის თითოეული პერსონაჟისთვის დამახასიათებელი თიზერი ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა. 

"სამართლიანობის ლიგა" HBO Max-ზე 18 მარტს გამოვა. ფილმში მრავალ სუპერგმირს ვიხილავთ, მათ შორის ბეტმენს და სუპერმენს. ხოლო ანტიგმირის როლში ჯარედ ლეტოს ჯოკერი კიდევ ერთხელ გამოჩნდება. 

ზაკ სნაიდერსმა ფანებს განუცხადა, რომ მათ კიდევ არაერთი სიურპრიზი ელით.