სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებას ასეთი ღირსეული ადამიანი აკლდება - ივანიშვილი

"ქართული ოცნების" თვამჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მსახიობ გოგი ქავთარაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. 

"სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებას ასეთი ღირსეული ადამიანი აკლდება, როგორიც ბატონი გოგი ქავთარაძე იყო. 

ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელ საქართველოს, -  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

გოგი ქავთარაძესთან გამოსამშვიდობებელი სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობს.

მსახიობი გოგი ქავთარაძე 20 დეკემბერს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა