სერიალ "ბეჭდების მბრძანებლის" პირველი სეზონი $465 მილიონი დაჯდა

ჯონ ტოლკინის "ბეჭდების მბრძანებლის" წიგნებზე დაფუძნებული ფანტასტიკური სერიალის "ბეჭდების მბრძანებლის" პირველი სეზონი ამერიკულ კომპანია Amazon Studios-ს 465 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter წერს.

ახალი ზელანდიის ეკონომიკური განვითარების და ტურიზმის მინისტრმა სტიუარტ ნეშმა განაცხადა, რომ "ბეჭდების მბრძანებელი" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული სატელევიზიო სერიალი იქნება. 

სტუდია ახალ ზელანდიაში სერიალის ხუთი სეზონის გადაღებას გეგმავს. გარდა ამისა, Amazon Studios-მა შესაძლოა სერიალების სპინ-ოფებიც გამოუშვას.  

კინოსტუდია Amazon-ის მიერ შექმნილ სერიალში, "ბეჭდების მბრძანებლის" ახალ სერიაში მაყურებელი სამ ნაცნობ პერსონაჟს - საურონს, გალადრიელსა და ელრონდს იხილავს.